Friday, January 23, 2015

ენობრივი ნიშნის ძიებაში
                                        ,,ჯონატან ქულერი''

Thursday, January 22, 2015

ნარატოლოგია


      ამ სფეროში იმდენია გაკეთებული, რომ ძალიან რთულია ერთი საერთო მონახაზის მოკლედ გაკეთება. უამრავი თეორია არსებობს ამის შესახებ და თვითოეულს საკუთარი იდეა გააჩნია, მაგრამ თუკი ისინი ერთ რამეზე შეთანხმდებიან, ეს ისაა, რომ ნარატივის თეორია ითხოვს განსხვავებას მოთხრობას (ამბავსა) და დისკურსს (მსჯელობას) შორის. მოთხრობა (ამბავი) ეს არის მოქმედებებისა და მოვლენების თანმიმდევრობა. დისკურსი კი არის ორატორული პრეზენტაცია ან თხრობა ამ მოვლენებისა.
იმისათვის, რომ ნარატივი შესწავლის ობიექტად ვაქციოთ, უნდა შეგვეძლოს ერთმანეთისგან ნარტივისა და არა ნარტივის განსხვავება, ამისათვის კი უნდა გვახსოვდეს, რომ ნარტივი მოვლენების თანმიმდევრობის გადმოცემის აქტია.
ნარტივის კვლევაში იკვეთება მისი თავდაპირველად ორი, შემდგომ კი სამი განზომილების შესწავლის ტენდენცია. რუსმა ფორმალისტებმა გამოყვეს მხატვრული ნარტივის ორი ასპექტი_ ფაბულა და სიუჟეტი რომელიც ყველაზე პრინციპულ თეორიად ითვლებოდა. თუ ნარტივი განისაზღვრება, როგორც მოვლენათა ჩამონათვალის რეპრეზენტაცია, მაშინ ანალიტიკოსმა ამ მოვლენების გაშიფრვა უნდა შეძლოს და ამ დროს ისინი ხდებიან არა ტექსტური, არათამიმდევრული, ის რაც მანამდე არსებობდა და რაც მოგვიანებით ნარტივში გადმოიცემა. მეტაფორა მხატვრული გამოსახვის სტილისტიკური ხერხია. პოეტურად შესაძლებელს, დასაშვებს, ასოციაციებითა თუ კონტრასტით ანალოგიებით წარმოსადგენს ემყარება ან აგებულია სიტყვათა გადატანით მნიშვნელობაზე.
ჯერ კიდევ არისტოტელე წერდა თავის `პოეტიკაში~, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია იყო დახელოვნებული მეტაფორებში, რაც ტალანტის ნიშანია, რამეთუ შეარჩიო კარგი მეტაფორა,ნიშნავს ზუსტად დააფიქსირო მსგავსება საგნებთან და მოვლენებთან. ნებისმიერი მეტაფორა მკითხველისაგან მოითხოვს მწერლის ან პოეტის მიერ შექმნილ სახეში წვდომისათვის დაძაბოს ყურადღება, მოიკირიბოს აზრი და აამოქმედოს წარმოსახვა. გამოყოფენ მეტაფორის 2 ტიპს 1) კონკრეტული საგანი მხოლოდ იგულისხმება, რაც საკმაოდ მკაფიოდ ჩანს, ამ ტიპის მეტაფორების საფუძველზე შეიძლება აიგოს ალეგორია; 2) მეტაფორაში გაერთიანებულია რამდენიმე საგნობრივი მნიშვნელობა. ეს მეტაფორები მრავლმხრივ შეიძლება იქნეს გაგებულიმეტაფორის ეს ტიპი უახლოვდება სიმბოლოს. გამოყოფენ ორი ტიპის საშუალებას კავშირის გამოსახატავად. მეტაფორულს, რომელიც დამყარებულია მსგავსებაზე და მეტონიმურს, რომელიც უფრო მეტად გარეგნულ მსგავსებაზეა დამყარებული და არა შინაარსში ჩამალულ ანალოგიაზე.
მეტონიმს არა აქვს მეტაფორის მსგავსი ორიგინალობა და გამომხატველო¬ბითი უნარი, რადგან ახალი კავშირების დანახვისა და გამოაშკარავების ნაცვლად, ისინი უფრო ზოგად შედარებას ემყარებიან, მაგრამ ზოგჯერ ისეთ მეტაფორულ ეფექტს იძლევიან, რომ ძნელია მათი ერთმანეთისაგან გარჩევა და სწორედ ამით არიან ისინი განსაკუთრებით საინტერსო.
მეტაფორასა და მეტონიმს შორის კავშირის განხილვისას იმისათვის, რომ მეტაფორის უპირატესობა დავუშვათ, ენას უნდა შევხედოთ, როგორც ფიქრების, შეგრძნებებისა და ჭეშმარიტების გამოსახვის საშუალებას.
თვითონ ენა მეტაფორული ჩანს მთლიანად, რადგან არა მეტაფორული ენა შემდგარი იქნებოდა მხოლოდ საკუთარი სახელებისგან. მაგრამ როგორც ვაკვირდებით, ნამდვილი საკუთარი სახელები ბუნებრივ ენაში არ არსებობს, სახელის დარქმევის აქტი, გულისხმობს რაღაც გარკვეული თვისების მიწერას ამ საგანზე, მაგრამ თუკი ენა არის მეტაფორული, მაშინ ჩვენ რას ვუწოდებთ `პირდაპირ~ ენას? `პირდაპირი~ მნიშვნელობა სხვა არაფერია, თუ არა `გამომხატველობითი მნიშვნელობა,, რომლის ეს გადატანითი მნიშვნელობაც დავიწყებასაა მიცემული.

მეტაფორული ენა არის კიდევ ერთი საშუალება იმის გამოსახატავად, რასაც `პირდაპირი ენით~ ვიტყოდით, მაგრამ მეტაფორას შეუძლია უფრო მოკლედ და მკაფიოდ გამოხატვა ვიდრე შესაბამის პირდაპირ ვერსიას. თუმცა ლიტერატურის კრიტიკოსების აზრით, ნამდვილ შემოქმედებით და წარმატებულ მეტაფორას ისე შეუძლია აზრი გადმოსცეს, რომ იგი არ იყოს უბრალოდ უკეთ გამომხატველი პირდაპირი ნათქვამისა, არამედ გადმოსცემდეს იმ წვრილმან დეტალებს აზრის გამოსახატავად, რომელიც ღრმადაა ჩამალული მნიშვნელობაში.

სტრუქტურალიზმი


         სტრუქტურალიზმი სტრუქტურებისადმი ყურადღებას გულისხმობს, სტრუქტურალისტებისათვის ძირითადი დაინტერესების საგანს ლინგვისტური სტრუქტურები შეადგენენ, ანუ ნიშანთა სხვადასხვაგვარი ანალიზი, შვეიცარიელი ლინგვისტის, ფერდინანდ დე სოსიერის (1857-1913) შემოქმედებამ სტრუქტურული ლინგვისტიკის განვითარებაში განსაკუთრებული როლი ითამაშა. საინტერესოა, ის განსხვავება, რომელიც სოსიურმა ლანგუე და პაროლე- შორის გაატარა და რომელმაც უზარმაზარი მნიშვნელობა შეიძინა. ლანგუე ენის ფორმალური, გრამატიკული სისტემაა. ესაა ბგერითი ელემენტების სისტემა, რომელთა შორის მიმართებები და დამოკიდებულებები, როგორც სოსიური და მისი მიმდევრები თვლიდნენ, გარკვეული კანონებით იმართება. ლანგუეს არსებობა ასევე შესაძლებლად აქცევს პაროლეს. პაროლე არის ფაქტობრივი მეტყველება, ანუ ის, თუ როგორ გამოიყენებენ მოლაპარაკენი ენას თავიანთი აზრების გამოსათქმელად. თუმცა სოსიური ადამიანთა მიერ ენის გამოყენების მნიშვნელობას სუბიექტურ და განუმეორებელ საქმედ აღიარებდა, შესაბამისად მიიჩნევდა, რომ სუბიექტის მიერ ენის გამოყენება არ შეიძლება იქცეს კვლევის საგნად მეცნიერულად ორიენტირებული ლინგვისტიკისათვის. ასეთმა ლინგვისტმა ყურადღება ლანგუეს, ენის ფურმალურ სისტემას, და არა  აქტორების მიერ მათი გამოყენების სუბიექტურ წესებს უნდა დაუთმოს. ასეთ შემთხვევაში ლანგუე შეიძლება როგორც ნიშანთა სისტემასტრუქტურა გავიგოთ, თითოეული ნიშნის მნიშვნელობა სისტემაში ნიშნების ურთიერთქმედებით იბადება და იქმნება. აქ განსაკუთრებით განსხვავების მნიშვნელობა, მათ შორის არსებული ბინარული დაპირისპირებულობებია აღსანიშნავი. მაგალითად სიტყვა `ცხელის~ მნიშვნელობა არა საგნის რომელიმე თვისებისაგან, რომელიც თავად ამ სიტყვას ახასიათებს, არამედ ამ სიტყვის სიტყვა `ცივთან~ მიართებისაგან, მისადმი ბინარული დაპირისპირებულობისაგან გამომდინარეობს. მნიშვნელობა, გონება და საბოლოოდ, სოციალური სამყარო ენის სტრუქტურის მეშვეობით ყალიბდება.
სტრუქტურისადმი ინტერესი გავრცელდა არა მხოლოდ ენის, არამედ ყველა ნიშნობრივი სისტემის გამოკვლევებზე. ნიშანთა სისტემის სტრუქტურისადმი ასეთმა ყურადღებამ `სემიოტიკის~ სახელწოდება მიიღო და მრავალი მიმდევარი შეიძინა. სემიოტიკა უფრო ფართოა, ვიდრე სტრუქტურული ლინგვისტიკა, იმიტომ, რომ არა მხოლოდ ენას, არამედ სხვა ნიშნობრივ და სიმბოლურ სისტემებს, მაგალითად მიმიკას, სხეულის ენას, ლიტერატურულ ტექსტებსარსებითად კომუნიკაციის ყველა ფორმას მოიცავს.
სემიოტიკის ჭეშმარიტ ფუძემდებლად ხშირად როლან ბარტს თვლიან. ბარტმა სოსიურის იდეები სოციალური ცხოვრების ყველა სფეროს მიმართ გამოიყენა. არა მხოლოდ ენა, არამედ სოციალური ქცევებიც კი რეპრეზენტაციას, ნიშანს წარმოადგენს. `ლინგვისტურმა მობრუნებამ~ ყველა სოციალური მოვლენა მოიცვა,რომლებიც, თავის მხრივ, როგორც ნიშნები იქნენ ინტერპრეტირებული.
ფრანგული სტრუქტურალიზმის ცენტრალური ფიგურა ფრანგი ანთროპოლოგი კლოდ ლევი სტროსია. თუმცა ლევი-სტროსის შემოქმედებაში სტრუქტურა სხვადასხვა ასპექტით განიხილება. ლევი სტროსმა სტრუქტურალიზმი უფრო ფართოდკომუნიკაციის ყველა სახის შესასწავლადაც გამოიყენა. არც ნათესაობის ტერმინოლოგია, არც ფონემები თავისთავად მნიშვნელობას არ ფლობენ. ისინი მხოლოდ მაშინ იძენენ მნიშვნელობას, როდესაც უფრო მსხვილი სისტემის განუყოფელი ნაწილი ხდებიან. როგორც ფონეტიკურ, ისე ნათესაობით სისტემებს იგი გონების სტრუქტურის პროდუქტად თვლიდა. მიუხედავად ამისა, ისინი არ არიან ცნობიერი პროცესის პროდუქტებიესაა გონების ქვეცნობიერი ლოგიკური სტრუქტურის ნაყოფი. მოცემული სისტემებიზუსტად ისევე, როგორც მათი მწარმოებელი გონების ლოგიკური სტრუქტურა, უზოგადესი კანონების საფუძველზე ფუნქციონირებენ.
დერიდას  მტრული დამოკიდებულება ლოგოცენტრიზმზეა (უნივერალური აზროვნებითი სისტემის ძიება, რომელიც აღმოაჩენს, თუ რა არის ჭეშმარიტი, სამართლიანი, მშვენიერი და ..). მიმართული, რომელმაც დასავლურ სოციალურ აზრში გაბატონებული მდგომარეობა დაიკავა.
ლოგოცენტრიზმმა არა მხოლოდ ფილოსოფიის, არამედ ზოგადად მეცნიერების ჩაკეტილობასთან მიგვიყვანა. დერიდა ამ ჩაკეტილობის, ამ დათრგუნვის წყაროების დეკონსტრუქციას, ანუ `დემონტაჟს~ ეწევა, ამგვარად იგი ესწრაფვის გაათავისუფლოს წერილი (ტექსტი) იმისაგან, რაც მას იმორჩილებს და თრგუნავს. დერიდას მიდგომის აღსაწრად ყველაზე კარგი გამოთქმაა, ლოგოცენტრიზმის დეკონსტრუქცია. უფრო ზოგადად, დეკონსტრუ-ქცია ფარული განსხვავების გამოვლენის მიზნით ერთიანის დაშლას გულისხმობს. დერიდა ლოგოცენტრიზმის მონობაში მყოფ საზოგადოებას აკრიტიკებდა. მას სურს საზოგადოებაც გაბატონებული დისკურსის შემქმნელი  ყველა ინტელექტუალი ავტორის იდეებისაგან თავისუფალი იხილოს. დერიდას სურს თითოეული ჩვენგანი თავისუფალი მწერალი იყოს.
მხატვრული ტექსტის ინტერპრეტაცია გულისხმობს ურთიერთმიმარებას არსსა და გამოვლინებას შორის. ანუ ტექსტში მოცემული შინაგანი დაფარული საზრისი არის არსი, ხოლო მისი გარეგანი მხარე, ანუ სიტყვასიტყვითი აზრი გამოვლინება. რამდენადაც ტექსტი ენიობრივი მოცემულობაა, ტექსტის არსი ანუ ტექსტის დაფარული საზრისი ცხადდება ენაში, იგი არის ტექსტში გადმოცემული ენა. როგორ ვლინდება არსი მხატვრული ტექსტის ენაშისრული, აბსოლიტური სახით, თუ არასრულყოფლად? რამდენადაც ენა სრულად ვერ გადმოსცემს ტექსტის დაფარულ პირველსაზრისს, შინაგან ლოგოსს, ამდენად მხატვრულ ტექსტში წარმოთქმული, გამოხატული სიტყვის (გამოვლინება) .. პირდაპირი აზრის მიღმა ყოველთვის გვრჩება ტექსტის შინაგანი, დაფარული საზრისი. აქ კი იკვეთება ჰერმენევტიკის საბოლოო მიზანი: მისი ამოცანაა მხატვრული ტექსტის სწორედ დაფარული საზრისის (შინაგანი ლოგოსის) განმარტება და გაგება.
ავტორი ტექსტის შექმნის პროცესში ოპერირებს ენობრივი სისტემის მიერ შემოთავაზებული საერთოზოგადი სტრუქტურებით, რაც ვლინდება ენის სემანტიკურ, სინტაგმატურ და პრაგმატულ დონეებზე. ტექსტის გრამატიკულმა ინტერპრეტაციამ ტექსტში ენის სწორედ ეს კანონზომიერებანი უნდა დაადგინოს.
ავტორი ცდილობს ტექსტის შექმნის პროცესში ენობრივი სტრუქტურების ისე გამოყენებას, სადაც გამოჩნდება მისი შემოქმედებითი ინდივიდუალობა, რაც ვლინდება ავტორის მსოფლხედვასა და სტილში.
ტექსტის შემნის პროცესში ავტორი თავს ავლენს კონკრეტულ ისტორიულ რეალობაში, რის შედეგადაც ის ქმნის კონკრეტული საზრისის (შინაგანი ლოგო¬სის) შემცველ ტექსტს. ამიტომაც, სწორედ ავტორისეული ინდივი¬დუალობაა ტექსტში შინაგანი ლოგოსის ანუ ტექსტის დაფარული საზრისის წარმოქმნის წინაპირობა. ფსიქოლოგიური ანუ ტექნიკური ინტერპრე¬ტაციის მიზანიც სწორედ ტექსტში ამ ავტორისეული ინდივიდუალობის დადგენაა ანუ ტექსტის შინაგანი საზისი წვდომა, რომელიც ტექსტის პირდაპირი აზრის მიღმაა მოცემული, ხოლო ჰერმენევტიკურ პროცესში ტექსტის ინტერპრე¬ტაციის ეს ორი სახეობა ერთდროულად ხორციელდება, ისინი დიალექტიკურ მთლიანობას ქმნიან და ურთიერთ გამომდინარეობენ.
პერმენევტიკული წრე არის ინტეპრეტაციის პროცესი მთელიდან ნაწილი¬საკენ და პირიქით, ნაწილიდან მთელისაკენ. აქ გვაქვს ტექსტის დაფარული პირველსა¬ზრისის (მთელი) და მისი ქვესაზრისების (ნაწილი) ამოცნობა და შედარება.

თუ ჰერმენევტიკული წრის მეთოდს მხატვრული ტექსტის ინტერპრეტა¬ციისას გამოვიყენებთ, მაშინ ჯერ უნდა განიჭვრიტოს მოცემული ტექსტის პირველსა¬ზრისი (მთელი) ხოლო აქედან გამომდინარე შემდგომ დაადგინდეს  ქვესაზრი¬სები (ნაწილები). ამ ქვესაზრისისთა განმარტების შემდეგ კვლავ ვუბრუნდებით ტექსტის პირველსაზრისს. ამ პროცესში ტექსტის პირველსაზრისი თავდაპირველად დგინდება ინტუიციურ დონეზე, ხოლო შემდგომ ეტაპზე, ნაწილების განმარტებაგაგების საფუძველზე ხდება მხატვრული ტექსტის პირველსაზრისის საბოლოო შემეცნება