Thursday, January 22, 2015

სტრუქტურალიზმი


         სტრუქტურალიზმი სტრუქტურებისადმი ყურადღებას გულისხმობს, სტრუქტურალისტებისათვის ძირითადი დაინტერესების საგანს ლინგვისტური სტრუქტურები შეადგენენ, ანუ ნიშანთა სხვადასხვაგვარი ანალიზი, შვეიცარიელი ლინგვისტის, ფერდინანდ დე სოსიერის (1857-1913) შემოქმედებამ სტრუქტურული ლინგვისტიკის განვითარებაში განსაკუთრებული როლი ითამაშა. საინტერესოა, ის განსხვავება, რომელიც სოსიურმა ლანგუე და პაროლე- შორის გაატარა და რომელმაც უზარმაზარი მნიშვნელობა შეიძინა. ლანგუე ენის ფორმალური, გრამატიკული სისტემაა. ესაა ბგერითი ელემენტების სისტემა, რომელთა შორის მიმართებები და დამოკიდებულებები, როგორც სოსიური და მისი მიმდევრები თვლიდნენ, გარკვეული კანონებით იმართება. ლანგუეს არსებობა ასევე შესაძლებლად აქცევს პაროლეს. პაროლე არის ფაქტობრივი მეტყველება, ანუ ის, თუ როგორ გამოიყენებენ მოლაპარაკენი ენას თავიანთი აზრების გამოსათქმელად. თუმცა სოსიური ადამიანთა მიერ ენის გამოყენების მნიშვნელობას სუბიექტურ და განუმეორებელ საქმედ აღიარებდა, შესაბამისად მიიჩნევდა, რომ სუბიექტის მიერ ენის გამოყენება არ შეიძლება იქცეს კვლევის საგნად მეცნიერულად ორიენტირებული ლინგვისტიკისათვის. ასეთმა ლინგვისტმა ყურადღება ლანგუეს, ენის ფურმალურ სისტემას, და არა  აქტორების მიერ მათი გამოყენების სუბიექტურ წესებს უნდა დაუთმოს. ასეთ შემთხვევაში ლანგუე შეიძლება როგორც ნიშანთა სისტემასტრუქტურა გავიგოთ, თითოეული ნიშნის მნიშვნელობა სისტემაში ნიშნების ურთიერთქმედებით იბადება და იქმნება. აქ განსაკუთრებით განსხვავების მნიშვნელობა, მათ შორის არსებული ბინარული დაპირისპირებულობებია აღსანიშნავი. მაგალითად სიტყვა `ცხელის~ მნიშვნელობა არა საგნის რომელიმე თვისებისაგან, რომელიც თავად ამ სიტყვას ახასიათებს, არამედ ამ სიტყვის სიტყვა `ცივთან~ მიართებისაგან, მისადმი ბინარული დაპირისპირებულობისაგან გამომდინარეობს. მნიშვნელობა, გონება და საბოლოოდ, სოციალური სამყარო ენის სტრუქტურის მეშვეობით ყალიბდება.
სტრუქტურისადმი ინტერესი გავრცელდა არა მხოლოდ ენის, არამედ ყველა ნიშნობრივი სისტემის გამოკვლევებზე. ნიშანთა სისტემის სტრუქტურისადმი ასეთმა ყურადღებამ `სემიოტიკის~ სახელწოდება მიიღო და მრავალი მიმდევარი შეიძინა. სემიოტიკა უფრო ფართოა, ვიდრე სტრუქტურული ლინგვისტიკა, იმიტომ, რომ არა მხოლოდ ენას, არამედ სხვა ნიშნობრივ და სიმბოლურ სისტემებს, მაგალითად მიმიკას, სხეულის ენას, ლიტერატურულ ტექსტებსარსებითად კომუნიკაციის ყველა ფორმას მოიცავს.
სემიოტიკის ჭეშმარიტ ფუძემდებლად ხშირად როლან ბარტს თვლიან. ბარტმა სოსიურის იდეები სოციალური ცხოვრების ყველა სფეროს მიმართ გამოიყენა. არა მხოლოდ ენა, არამედ სოციალური ქცევებიც კი რეპრეზენტაციას, ნიშანს წარმოადგენს. `ლინგვისტურმა მობრუნებამ~ ყველა სოციალური მოვლენა მოიცვა,რომლებიც, თავის მხრივ, როგორც ნიშნები იქნენ ინტერპრეტირებული.
ფრანგული სტრუქტურალიზმის ცენტრალური ფიგურა ფრანგი ანთროპოლოგი კლოდ ლევი სტროსია. თუმცა ლევი-სტროსის შემოქმედებაში სტრუქტურა სხვადასხვა ასპექტით განიხილება. ლევი სტროსმა სტრუქტურალიზმი უფრო ფართოდკომუნიკაციის ყველა სახის შესასწავლადაც გამოიყენა. არც ნათესაობის ტერმინოლოგია, არც ფონემები თავისთავად მნიშვნელობას არ ფლობენ. ისინი მხოლოდ მაშინ იძენენ მნიშვნელობას, როდესაც უფრო მსხვილი სისტემის განუყოფელი ნაწილი ხდებიან. როგორც ფონეტიკურ, ისე ნათესაობით სისტემებს იგი გონების სტრუქტურის პროდუქტად თვლიდა. მიუხედავად ამისა, ისინი არ არიან ცნობიერი პროცესის პროდუქტებიესაა გონების ქვეცნობიერი ლოგიკური სტრუქტურის ნაყოფი. მოცემული სისტემებიზუსტად ისევე, როგორც მათი მწარმოებელი გონების ლოგიკური სტრუქტურა, უზოგადესი კანონების საფუძველზე ფუნქციონირებენ.
დერიდას  მტრული დამოკიდებულება ლოგოცენტრიზმზეა (უნივერალური აზროვნებითი სისტემის ძიება, რომელიც აღმოაჩენს, თუ რა არის ჭეშმარიტი, სამართლიანი, მშვენიერი და ..). მიმართული, რომელმაც დასავლურ სოციალურ აზრში გაბატონებული მდგომარეობა დაიკავა.
ლოგოცენტრიზმმა არა მხოლოდ ფილოსოფიის, არამედ ზოგადად მეცნიერების ჩაკეტილობასთან მიგვიყვანა. დერიდა ამ ჩაკეტილობის, ამ დათრგუნვის წყაროების დეკონსტრუქციას, ანუ `დემონტაჟს~ ეწევა, ამგვარად იგი ესწრაფვის გაათავისუფლოს წერილი (ტექსტი) იმისაგან, რაც მას იმორჩილებს და თრგუნავს. დერიდას მიდგომის აღსაწრად ყველაზე კარგი გამოთქმაა, ლოგოცენტრიზმის დეკონსტრუქცია. უფრო ზოგადად, დეკონსტრუ-ქცია ფარული განსხვავების გამოვლენის მიზნით ერთიანის დაშლას გულისხმობს. დერიდა ლოგოცენტრიზმის მონობაში მყოფ საზოგადოებას აკრიტიკებდა. მას სურს საზოგადოებაც გაბატონებული დისკურსის შემქმნელი  ყველა ინტელექტუალი ავტორის იდეებისაგან თავისუფალი იხილოს. დერიდას სურს თითოეული ჩვენგანი თავისუფალი მწერალი იყოს.
მხატვრული ტექსტის ინტერპრეტაცია გულისხმობს ურთიერთმიმარებას არსსა და გამოვლინებას შორის. ანუ ტექსტში მოცემული შინაგანი დაფარული საზრისი არის არსი, ხოლო მისი გარეგანი მხარე, ანუ სიტყვასიტყვითი აზრი გამოვლინება. რამდენადაც ტექსტი ენიობრივი მოცემულობაა, ტექსტის არსი ანუ ტექსტის დაფარული საზრისი ცხადდება ენაში, იგი არის ტექსტში გადმოცემული ენა. როგორ ვლინდება არსი მხატვრული ტექსტის ენაშისრული, აბსოლიტური სახით, თუ არასრულყოფლად? რამდენადაც ენა სრულად ვერ გადმოსცემს ტექსტის დაფარულ პირველსაზრისს, შინაგან ლოგოსს, ამდენად მხატვრულ ტექსტში წარმოთქმული, გამოხატული სიტყვის (გამოვლინება) .. პირდაპირი აზრის მიღმა ყოველთვის გვრჩება ტექსტის შინაგანი, დაფარული საზრისი. აქ კი იკვეთება ჰერმენევტიკის საბოლოო მიზანი: მისი ამოცანაა მხატვრული ტექსტის სწორედ დაფარული საზრისის (შინაგანი ლოგოსის) განმარტება და გაგება.
ავტორი ტექსტის შექმნის პროცესში ოპერირებს ენობრივი სისტემის მიერ შემოთავაზებული საერთოზოგადი სტრუქტურებით, რაც ვლინდება ენის სემანტიკურ, სინტაგმატურ და პრაგმატულ დონეებზე. ტექსტის გრამატიკულმა ინტერპრეტაციამ ტექსტში ენის სწორედ ეს კანონზომიერებანი უნდა დაადგინოს.
ავტორი ცდილობს ტექსტის შექმნის პროცესში ენობრივი სტრუქტურების ისე გამოყენებას, სადაც გამოჩნდება მისი შემოქმედებითი ინდივიდუალობა, რაც ვლინდება ავტორის მსოფლხედვასა და სტილში.
ტექსტის შემნის პროცესში ავტორი თავს ავლენს კონკრეტულ ისტორიულ რეალობაში, რის შედეგადაც ის ქმნის კონკრეტული საზრისის (შინაგანი ლოგო¬სის) შემცველ ტექსტს. ამიტომაც, სწორედ ავტორისეული ინდივი¬დუალობაა ტექსტში შინაგანი ლოგოსის ანუ ტექსტის დაფარული საზრისის წარმოქმნის წინაპირობა. ფსიქოლოგიური ანუ ტექნიკური ინტერპრე¬ტაციის მიზანიც სწორედ ტექსტში ამ ავტორისეული ინდივიდუალობის დადგენაა ანუ ტექსტის შინაგანი საზისი წვდომა, რომელიც ტექსტის პირდაპირი აზრის მიღმაა მოცემული, ხოლო ჰერმენევტიკურ პროცესში ტექსტის ინტერპრე¬ტაციის ეს ორი სახეობა ერთდროულად ხორციელდება, ისინი დიალექტიკურ მთლიანობას ქმნიან და ურთიერთ გამომდინარეობენ.
პერმენევტიკული წრე არის ინტეპრეტაციის პროცესი მთელიდან ნაწილი¬საკენ და პირიქით, ნაწილიდან მთელისაკენ. აქ გვაქვს ტექსტის დაფარული პირველსა¬ზრისის (მთელი) და მისი ქვესაზრისების (ნაწილი) ამოცნობა და შედარება.

თუ ჰერმენევტიკული წრის მეთოდს მხატვრული ტექსტის ინტერპრეტა¬ციისას გამოვიყენებთ, მაშინ ჯერ უნდა განიჭვრიტოს მოცემული ტექსტის პირველსა¬ზრისი (მთელი) ხოლო აქედან გამომდინარე შემდგომ დაადგინდეს  ქვესაზრი¬სები (ნაწილები). ამ ქვესაზრისისთა განმარტების შემდეგ კვლავ ვუბრუნდებით ტექსტის პირველსაზრისს. ამ პროცესში ტექსტის პირველსაზრისი თავდაპირველად დგინდება ინტუიციურ დონეზე, ხოლო შემდგომ ეტაპზე, ნაწილების განმარტებაგაგების საფუძველზე ხდება მხატვრული ტექსტის პირველსაზრისის საბოლოო შემეცნება

No comments:

Post a Comment