Thursday, January 22, 2015

მეცნიერება სემიოტიკა


     ნიშნის პრობლემით დაინტერსებული იყო მრავალი მოაზროვნე, დაწყებული ანტიკური დროის ფილოსოფოსებით თანამედროვე დროის მეცნიერებამდე.
სემიოტიკა ახალი დროის მეცნიერებაა, რომელიც შეისწავლის სხვადასხვა ნიშნური სისტემების შექმნის, აგებისა და ფუნქციონირების კანონებს.იგი თავისი კვლევის ობიექტს პოულობს ყველგან: ენაში, მათემატიკაში, ლიტერატურაში, არქიტექტურაში, ქვეცნობიერ პროცესებში, მითში, რიტუალში, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროში და სხვაგან.
ფუკო წერს იმის შესახებ, რომ თანამედროვე პოსტმოდერნისტულ ეპოქაში ფორმირდება აზროვნების ახალი სტილი, ახალი კულტურა. ნიშანდობლივია, რომ ბარტი სემიოტიკას განიხილავს თანამედროვე ფილოსოფსიაში პოსტმოდერნისტული პროექტის რეალიზაციის საშუალებად. სემიოტიკის ძირითადი ტერმინი _ ნიშანი, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ავტორთან განსხვავებულად განისაზღვრებოდა. პირსის მიხედვით ნიშანი სხვა არაფერია, თუ არა უნივერსალური შუამავალი ადამიანურ გონებასა და სამყაროს შორის.
ნიშნები ქმნიან ენას, რომელიც გამოდის ყველა სხვა სისტემის ინტერპრეტატორად. დღეისათვის სემიოტიკა წარმოადგენს საკმაოდ განვითარებულ თეორიას, რომლის მეთოდები  საშუალებას გვაძლევს გავაანალიზოთ ადამიანის შემოქმედების სრულიად განსხვავებული სფეროები. არსებობს ლიტერატურის სემიოტიკა (ბარტი, დერიდა, რუსული ფორმალისტური  სკოლა...), პოლიტიკური სემიოტიკა, ხელოვნების სემიოტიკა, (კრისტევა, ეკო, ლოტმანი...), კინოსემიოტიკა, თეატრის სემიოტიკა და სხვა. სემიოტიკის თვალთახედვით სამყარო შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც ისეთი ნიშანთა სისტემა, რომელიც თავის თავში უამრავ განსხვავებულ ქვესისტემას მოიცავს, თანაც ამ მიკროსისტემების `ენა~ სრულიად განსხვავებულია ერთმანეთისგან.
რას ნიშნავს ბარტის სიტყვები `ნიშნის ისტორიამისი გაცნობიერების ისტორიაა~ _ ? ეს არის მეცნიერების დამოკიდებულება ნიშნის მიმართ მისი ყველაზე ზედაპირული შესწავლიდან სიღრმისეული შესწავლისაკენ.
სემიოტიკას არ აინტერესებს ნიშნი მყარი (სალექსიკონო) მნიშვნელობა, იგი ორიენტირებულია, არა იმდენად ნიშნის დენოტატიურ, რამდენადაც კონოტაციურ მნიშვნელობაზე, ანუ იმ მნიშვნელობაზე, რომელსაც სიტყვა იძენს ტექსტში (კონტექსტში).
სემიოზისის პროცესი პრაქტიკულად უსასრულოა, რადგან განსხვავებულია ის კონტექსტები, რომლებშიც ნიშანი ფუნქციონირებს. არსებობს უფრო რთული აგებულების ნიშნები, როცა მკვლევარი კოდების მეშვეობით ამგვარი ინტერპრეტაციებით ყოველთვის რისკთან არის დაკავშირებული, რადგან არსებობს სუბიექტური გააზრების დიდი ალბათობა.
ნიშნები პირდაპირ თითქმის არასოდეს არ არის მოცემული, არამედ საჭიროა მათ ჩაყვე სიღრმისეულად და ამ ძიების სხვადასხვა გზები არსებობს.
სემიოტიკა რომელიც განისაზღვრება როგორც მეცნიერება ნიშნების შესახებ, გარკვეულწილად ზოოლოგიურ მიდგომებსაც იყენებს ნიშნებისადმი: სემიოტიკის სპეციალისტებს აინტერესებთ თუ რა ტიპის ნიშნები არსებობს, რითი განსხვავდება ისინი ერთმანეთისაგან, თუ როგორ ფუნქციონირებენ ისინი თავიანთ გარემოში, როგორ ურთიერთობენ ისინი სხვა ტიპის ნიშნებთანმართალია, უამრავ ტექსტში მკითხველი შეიძლება ნიშნის მნიშვნელობას ჩაუღრმავდეს, მაგრამ ჯონათან ქულერი არ მისდევს ნიშნების უბრალო მნიშვნელობას, მას უფრო ნიშნების ტიპის ამოცნობა და ფუნქციონირება აინტერესებს. სხვა მეცნიერებისთვის ნიშნების კლასიფიკაციის საკითხი უფრო ნაკლებ მნიშვნელოვანია. იგი შეიძლება შევადაროთ მონადირეს, რომელიც ერთ კონკრეტულ მხეცს ამოიჩემებს დიდებული ნადავლის ხელში ჩაგდების მიზეზით და ამ შემთხვევაში მიზანიც უფრო ზუსტია. ეს წიგნი ეხება პრობლემებს, რომელიც ლიტერატურის სემიოტიკაში წარმოიშვება. მნიშვნელობათა ეს სიმრავლე, რომელსაც მხატვრული ტექსტი აჩენს ონტოლოგიური მოვლენაა და მისი ამოწურვა შეუძლებელია. ყოველ გამონათქვამში არსებობს ავტომატიზმის ელემენტები, მაგრამ ამავდროულად არსებობს თავისუფლების გარკვეული ხარისხიც. ამ თავისუფლებით სარგებლობს, როგორც ავტორი, ისე მკითხველი. მკითხველის თავისუფლება უკავშირდება წარმოსახვის გააქტიურებას, მისი გონების გაფართოებას; მწერლის შემთხვევაში კისიტყვათა სელექციას სინონიმთა დიდი რიგიდან, ფორმის არჩევანს, ფრაზის კონსტრუქციას და ..
ამდენად, ლიტერატურის სემიოლოგია უპირატესად ტექსტის კონოტაციური აღსანიშნით ინტერესდება და არა დენოტაციურით.

სასაუბრო და სამეცნიერო ენის ნიშნისაგან განსხვავებით, რომელსაც დენოტაციური გამჭვირვალობა ახასიათებს, მხატვრული ენის ნიშანი ბუნდოვანია და ასოციაციურ მნიშვნელობათა `შლეიფს~ მოიყოლებს. იგი უბრალოდ კი არ გვაგზავნის აღსანიშნებთან, არამედ პირდაპირ. ამ ბუნების გამო მხატვრული ენა ახდენს ყველა იმ სიმბოლური შესაძლებლობების გააქტიურებას, რომელიც სიტყვაშია ჩადებული. ლიტერატურული მნიშვნელობის კვლევისთვის ანალიზი უნდა გაკეთდეს ტექსტისა თუ როგორ ახდენს ის კომუნიკაციას მკითხველთან. სემიოტიკის საზრუნავი ძირითადად არის ლიტერატურული მნიშვნელობის სისტემების კვლევა, რომელიც წინ დაუხვდება მკითხველს და ასევე მკვლევარს, როცა მათ შეხება აქვთ ტექსტთან. მიზანი არის სრული აღწერა ამ სისტემისა, ისევე როგორც ლინგვისტიკის მიზანია წესებისა და გარკვეული პირობითობების აღწერა, რაც საბოლოო ჯამში ქმნის ენასა და შესაძლებელს ხდის ლინგვისტურ კომუნიკაციას.

No comments:

Post a Comment