Thursday, January 22, 2015

მეტალინგვისტური წამოწყება

სემიოტიკა არის მეტალინგვისტური წამოწყება. ის ცდილობს აღწეროს შეუმჩნეველი, ორაზროვანი, ბუნდოვანი ენა ლიტერატურისა, არაორაზროვანი, ზომიერ ენით.


1.            რა არის ლიტერატურის თეორია? არსებობს თუ არა ურთიერთ¬დამოკიდე¬ბულება ლიტერატურასა და კულტურას შორის? რა არის ლიტერატურა სინამდვილეში და რა მნიშვნელობა აქვს მას? სწორედ ამ ტიპის საკითხებს განიხილავს ჯონათან ქულერი თავსი წიგნში. იგი ღრმად გვახედებს ენისა და მნიშვნელობის ბუნების შესახებ არსებულ თეორიებში. გვიხსნის, არის თუ არა ლიტერატურა თვითგამოხატვის ფორმა თუ საზოგადოებასთან ურთიერთობის მეთოდი. ამასთანავე ავტორი წარმოაჩენს სხვადასხვა მიმართულებების, დეკონსტრუქციის, სემიოტიკის და სტრუქტურალიზმის სკოლის კონცეფციებს.
კრიტიკოსს შეუძლია მოახდინოს ტექსტის ინტერპრეტაცია არა იმის გამოვლენით, რაც ავტორმა ცნობიერად ჩადო, არამედ მას შეუძლია გაშიფროს ისეთი ელემენტებიც, რომლებიც ტექსტში ავტორისაგან ქვეშეცნეულად არსებობს. ფრაის შეხედულებით, როდესაც მოცემულია ოთხი მითური კატეგორია, გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი, ადამიანის ცნობიერებაში ერთგვარი კონცეპტუალური რუქა წარმოიქმნება, რომლის წყაროსაც წარმოადგენს ის აღქმითი გამოცდილება, რაც მანამდე შევიძინეთ ლიტერატურიდან და ეს გამოცდილება გვიბიძგებს გავაკეთოთ ისეთი ინტერპრეტაცია, როგორსაც ვაკეთებთ. მაგრამ აქვე ის ამბობს, რომ შესაძლებელია ახალი მიდგომების აღმოჩენა და გამოვლენა ტექსტის ნამდვილი და ყველაზე ღრმა მნიშვნელობების გამოსავლენად.
მკითხველი ყოველთვის განაგრძობს კითხვას და ტექსტის ინტერპრეტაციას. ასევე იქნება ის სწავლების პროცესის განუყოფელი ნაწილი, რადგან მასწავლებელი მოსწავლეს ინტერპრეტაციის საშუალებით გადასცემს მთელ კულტურულ ღირებულებებს, რაც ტექსტს გააჩნია, მაგარმ კრიტიკოსებმა უნდა ეძიონ გზები, რომ დაინახონ, თუ რა არის ინტერპრეტაციის მიღმა, ჰირში, რომელიც წლების მანძილზე ტექსტის ინტერპრეტაციის წამყვანი მეცნიერი იყო, მივიდა დასკვნამდე, რომ  ტექსტის კვლევისას ტექსტის ინტერპრეტაცია აღარ უნდა იყოს მთავარ მიზანი, რომ ინტერპრეტაცია აღარ უნდა იყოს მეცნიერის ერთადერთი საქმიანობა და რომ უამრავი სხვა რამ შეიძლება გაკეთდეს და დაიწეროს ასევე.
ახალი დისციპლინის ჩამოყალიბება უკვე არსებული აკადემიური კვლევის სიტემაში ხშირი არ არის, თანაც ისეთისა, რომელიც არ იქნება ქვედისციპლინა და ის რაც ადრე სხვა დისციპლინების მეორად დამახასიათებელ თვისებებს წარმოადგენდა არის განმსაზღვრელი მთავარი ნიშანი სემიოტიკისათვის, რომლის მთავარი საზრუნავი არის დაკვირვება ნიშანზე, მისი ღრმა მნიშვნელობის გამოვლენა. რაც, რასაკვირველია, არ წარმოადგენს სიახლეს. სტუდენტები და ფილოსოფოსები ყოველთვის ცდილობდნენ ნიშნების განხილვას, მაგრამ მაშინ ამას მხოლოდ დამხმარე აქტივობა ეწოდებოდა სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულებებისათვის, ძირითადად ლინგვისტიკისა და ფსიქოლოგიისათვის. შემდეგ ლინგვისტური და არალინგვისტური ფენომენები ჩამოყალიბდა ინტელექტუალური კვლევის ობიექტად, რომელსაც ნიშანი ეწოდება და გაჩნდა მეცნიერების დამოუკიდებელი დარგი სემიოტიკა, რომლის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის ამერიკელ ფილოსოფოსს ჩარლზ სანდერს პირსსა და შვეიცარიელ ლინგვისტ ფერდინანდ დე სოსიურს.
სოსიური ამბობდა, რომ რადგანაც ენა იყო ნიშნების სისტემა, ლინგვისტიკა უნდა ყოფილიყო ნაწილი გაცილებით დიდი მეცნიერული დარგისა, რომლსაც სემიოტიკა ეწოდება და რომელიც შეისწავლიდა ნიშნების მთელ არსს საზოგადოებაში, თუ რისგან შედგებოდა ნიშანი, ზედაპირზე ამოიტანდა მის ყველაზე ღრმა მნიშვნელობას და იმ წესებს, რომელიც მართავდა მთელ ნიშნით სისტემას.
თავიდანვე სოსიურის მოსაზრებები არ იყო პოპულარული, მაგარმ მოგვიანებით ნათელი გახდა, რომ სემიოლოგია განვითარებას იწყებდა და თავის ადგილს იკავებდა სამეცნიერო ასპარეზზე.
სოსიურისეული სისტემა ეფუძნებოდა აღმნიშვნელის (გრაფიკული ან ბგერული გამოხატულება), რეფერენტისა (ობიექტი ან საგანი) და აღნიშნულის (კონცეპტი ან მნიშვნელობა) კონცეფციებს. მისი თქმით, აღმნიშვნელსა და აღნიშნულს შორის მიმართება პირობითია და მას კონვენციები განაპირობებს. მისი თეორიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია განსხვავებათა იდეა. სოსიურის თანახმად, აღნიშვნის აქტი განსხვავებაზე ხაზის გასმას ითვალისწინებს.

თუ პირსისთვის `სემიოტიკა~ ნიშანთა ფორმალური თეორიაა, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული ლოგიკასთან, სოსიურის ლინგვისტური განშტოება მას გაიაზრებს როგორც მეცნიერებას, რომელიც შეისწავლის ნიშნის ფუნქციონირებას საზოგადოების შიგნით. ანალიზის ამოსავალი ერთეული, სოსიურის მიხედვით, არის ნიშანი, რომელიც წარმოადგენს თავის თავში აღმნიშვნელსა (აკუსტიკური ხატი, გამოხატვის პლანი) და აღნიშნულს (გაგება, შინაარსის პლანი) შორის ურთიერთობას, კავშირს რომელიც თავისთავადია, პირსის სემიოტიკამ და სოსიურის სემიოლოგიამ დააფუძნა ორი სემიოტიკური პარადიგმა. ნიშნის სემიოტიკა და ენის სემიოტიკა. პირველი ამახვილებს ყურადღებას იზოლირებული ნიშნის კვლევაზე, ნიშნის ურთიერთობაზე მნიშვნელობასთან. ალტერანატიული კონცეფცია აქცენტს აკეთებს ენის რეალურ არსებაზე, ნიშნის როგორც ფუნქციის სპეციფიკაზე. ნიშნების სამყარო და კომუნიკაციის პროცესები მდებარეობს მუდმივ მოძრაობაში, კოდების სტრუქტურა შეუჩერებლად იწყობა ახლიდან. სემიოტიკის განვითარების საზომით `ნიშანი~ თანდათან გადადის მეორე პლანზე, ადგილს უთმობს `ტექსტის~ გაგებას. სხვადასხვა ტიპის ხმაურს, რომელსაც ჩვენ გამოვცემთ, არა აქვს თავისი თვითმყოფადი მნიშვნელობა, ისინი არიან რთული სიმბოლური სისტემის `ენის~ ნაწილი, მათ შორის არსებულ განსხვავებებში ჩადებული აზრის საშუალებით.

No comments:

Post a Comment